Wednesday, June 23, 2010

მეტროპოლიტენის თეატრი- ნიუ იორკი

http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&msid=117529322159764075722.000489af345c5029d889b&ll=40.774452,-73.988194&spn=0.001808,0.005262&t=f&z=18&ecpose=40.77205645,-73.98827867,308.32,1.536,41.845,0

Tuesday, June 22, 2010

გამოჩენილი ბალეტმაისტერები:

* ბალანჩინი, ჯორჯ
* დიაგილევი, სერგეი
* ივანოვი, ლევ
* კიკალეიშვილი, ზურაბ
* ნურიევი, რუდოლფ
* ჭაბუკიანი, ვახტანგ
* ჯავრიშვილი, დავით

.....

გამოჩენილი მოცეკვავეები:

* ანანიაშვილი, ნინო
* ბარიშნიკოვი, მიხაილ
* ნიორაძე, ირმა
* პავლოვა, ანა

....
ცნობილი ბალეტები [რედაქტირება]

* ჟიზელი, ა.ადანი, 1841
* მაკნატუნა, პ.ჩაიკოვსკი, 1892
* გედის ტბა, პ.ჩაიკოვსკი, 1895
* რომეო და ჯულიეტა, ს.პროკოფიევი, 1938
* სპარტაკი, ა.ხაჩატურიანი, 1968
* მზეჭაბუკი, ა. ბალანჩივაძე, 1936

ფილმები ბალეტზე

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=NVWOR
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DMDKH
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=5340&order=1.1&search=center%20stage

ბალეტის შესახებ

ბალეტის შესახებ
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტმა მეოცე საუკუნეშიც განაგრძო განვითარება . მაგალითად, შტატებში ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა განავითარა ნეოკლასიკური ბალეტის მიმდინარეობა. ბალეტის შემდგომი განვითარება მოიცავს : სინქრონულ ბალეტსა და პოსტ-სტრუქტურულს.
კლასიკური ბალეტი მოიცავს უფრო ტრადიციულ მოძრაობებს სადაც მეტი შეხებაა ჰაერთან მაგალითად როგორიცაა რუსული, ფარნგული და იტალიური ბალეტი.
ყველზე ცნბილი მეთოდები ბალეტისა არის რუსული იტალიური დანიური, ბალანჩინის მეთოდები ასევე „როიალ აკადემი ოვ დენს“ და „როიალ ბალეტ სქულის“ მეტოდები.
ბალერინებს ცეკვისას აცვიათ საბალეტო ფეხსაცმელები ეგრედ წოდებული პუანტები ინგლისურად pointe shoes თავიდან პუანტებს ჰგონდა მასირუი ნაკერი წვერზე რაც საშუალებას აძლევდა ბაერნიას სწრაფად დამდგარიყო წვერებზე და საშუალებას აძლევდა ბალერინას უწონადობის შეგრძნება ჰქონოდა ასე მოძრაობა გაცილებით ადვილი იყო მოგვიანებით ნაკერი შეცვალეს მაგარი მუყაოთი რაც დღესაც გამოიყენება. დაახლოებით 150 წლის წინ როდესაც ბალერინებმა დაიწყეს ცეკვა ფეხის წვრებეზე გამოიგონეს კაბის ახალი სტილი ე.წ. „პაჩკა“ რომლითაც მოძრაობა უფრო ადვილია და მაყურებელსაც უადვილდება დაინახოს ბალერინის ფეხის მოძრაობანი რაც ბალეტში ყველაზე მნიშვნელოვანია.
რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოში ვრცელდება.
საქართველოს უამრავი გამოჩენილი ბალეტის მოცეკვავე ყავს ვახტანგ ჭაბუკიანი ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, მაია პლისეცკაია და ა.შ. დღესდღეისობით არსებობს ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა რომლესაც ახლა ჭაბუკიანის მოსწავლე პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.

ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა - ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი - ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.
შემოქმედება
1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"–ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: "ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი , ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს". 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტ"–მა მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ–ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ–ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი", "კორსარი", "დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი "მზეჭაბუკის" პრემიერა. მისი ახალი სახელია "მთების გული". 1939 წელს სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს "ფაუსტის" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს "გედის ტბა". 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".
1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: “ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი”. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო". 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა". 1951 – 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
ვ. ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი. "ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა..."

ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნებაში პირველი ნაბიჯები ფიგურულ სრიალში გადადგა. ათი წლის ასაკში იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო გამოჩენილი პედაგოგის ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.1981 წლიდან ნინო მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა, 1985-2004 წლებში იგი ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.
ნინო ანანიაშვილმა დიდი თეატრის სცენაზე, წარსულში ლეგენდარული რუსი მოცეკვავის რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით, მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ჟიზელი", "რომეო და ჯულიეტა" (ლეონიდ ლავროვსკისა და იური გრიგოროვიჩის ვერსიები) "რაიმონდა"; "დონ კიხოტი", "კორსარი", "მაკნატუნა" (იური გრიგოროვიჩის დადგმა), "ბაიადერა", "ოქროს საუკუნე", "სილფიდა", "შოპენიანა", "პატარა პრინცი" და სხვა.
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს:
- ვარნის (ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1980 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1981 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-5 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1985 წელი (უფროსი ასაკი);
- ჯეკსონის (აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1986 წელი (უფროსი ასაკი).
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოსვლებს იწყებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე.პირველი ბალერინა ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში - "ნიუ იორკ სითი ბალეში", სადაც მან შეასრულა წამყვანი პარტიები ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი" და "აპოლო". იგი ასევე გამოდიოდა ინგლისისა (კოვენტ-გარდენი) და დანიის სამეფო თეატრებში. 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინაა. ყოველწლიურად იგი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ასრულებს მთავარ პარტიებს კლასიკურ ბალეტებში. პრიმა-ბალერინა შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია. იგი არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი "ტრიუმფი" მიენიჭა.
1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა "წლის საუკეთესო ქალბატონის" წოდება.
1999 წლის დეკემბერში ნინოს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია "ოქროს ქალღმერთი".
2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. ამავდროულად ის არის ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ოთხი თეატრალური სეზონის განმავლობაში დასმა ოცდარვა საბალეტო სპექტაკლი და ხუთი საბალეტო მინიატურა დადგა. რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ბალეტების ახალი რედაქციები, ასევე ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ერთმოქმედებიანი ბალეტები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ თანამედროვე ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უელში. დასი წარმატებით გამოვიდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007 და 2008 წლებში), იაპონიასა და ედინბურგის ფესტივალზე (2008), სადაც ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. საბალეტო დასის ხელმძღვანელობასთან ერთად ნინო ანანიაშვილი განაგრძობს აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. მისთვის თბილისში ალექსეი რატმანსკიმ დადგა ერთმოქმედებიანი ბალეტი "ბიზე ვარიაციები", კოვენტ გარდენმა კი უფლება მისცა ეცეკვა ფრედერიკ ეშტონის ბალეტში "მარგარიტა და არმანი", რომლის პრემიერა 2008 წლის 9 მაისს გაიმართა.
2007 წელს ნინო ანანიაშვილი არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის.

ვახტანგ ჭაბუკიანი -ოტელო

კოპელია (ლეო დელიბი)